”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

სამცხე–ჯავახეთის სატყეო სამსახური ახალი ხელმძღვანელის მოლოდინში

satyeoooგარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, ეროვნული სატყეო სააგენტოს სამცხე–ჯავახეთის სატყეო სამსახურის  უფროსი  ლევან ხოზრევანიძე,  შიდა ქართლის სატყეო სამსახურის უფროსად დაინიშნა.  ამის შესახებ ,,ექოს“ ინფორმაცია  ლევან ხოზრევანიძემ დაუდასტურა.  ,,2014 წლის  1–ლი აპრილიდან გადაყვანილი ვარ შიდა ქართლის სატყეო სამსახურის უფროსად. ეს არის სააგენტოს მიერ განხორციელებული როტაცია. ქვეყნის მასშტაბით, მხოლოდ ორი სამსახურის გარდა, ყველამ შევიცვალეთ სამუშაო ტერიტორია.  ამ ეტაპზე არ მაქვს ინფორმაცია, ვინ დაინიშნება ჩემს შემცვლელად სამცხე–ჯავახეთში, დროებით მოვალეობას კი უფროსი მეტყევე ლევან თედიაშვილი ასრულებს.” –განაცხადა ,,ექოს”–თან სატელეფონო საუბარში ლევან ხოზრევანიძემ.  იგი  სამცხე–ჯავახეთის სატყეო სამმართველოს   2013 წლის 26 ივნისიდან ხელმძღვანელობდა.

 

 

 

 

Information

This entry was posted on 03/04/2014 by in ახალი ამბები.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე