ახალციხელმა მოცეკვავეებმა თბილისის თასის გათამაშებაზე პირველი ადგილები დაიკავეს
სტუდია „სიხარული“–ს მორიგი წარმატება. სპორტული ცეკვების სტუდიის ახალციხელმა მოცეკვავეებმა მონაწილეობა თბილისის თასის გათამაშებაში მიიღეს. მათ სხვადასხვა სახის ცეკვებში საპრიზო ადგილები დაიმსახურეს და მედლებით, თასებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ.