”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

აუტიზმის დღესთან დაკავშირებით ახალციხის ციხე ლურჯად განათდება

cix2 აპრილს,  აუტიზმის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, დაახლოებით, 20 საათისთვის,   ახალციხის ციხე ლურჯად განათდება.    ,,World Vision საქართველო, ახალციხის მუნიციპალიტეტისა და ახალციხის ციხის ადმინისტაციის მხარდაჭერით უერთდება საერთაშორისო ინიციატივას და გლობალური კამპანიის საზღვრებში ახალციხის ციხე-სიმაგრე ლურჯად იქნება განათებული, ისევე როგორც ათასობით შენობა მთელს მსოფლიოში, ვგეგმავთ ციხე–სიმაგრე  საღამოს  8 საათისათვის გავანათოთ, მოხარული ვართ, რომ  ვორლდ ვიჟენ საქართველო ვუერთდებით ამ გლობალურ ინიციატივას.” –განაცხადა ,,მეცხრე არხთან”  World Vision –ის წარმომადგენელმა ვიქტორია მიდელაურმა.  2007 წლის 18 დეკემბერს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ 2 აპრილი აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღედ გამოაცხადა. ეს დღე საქართველოში წელს მეოთხედ აღინიშნება, რაც მიზნად ისახავს აუტიზმის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდას. ის ხელს უწყობს გადაწყვეტილების მიმღებ სახელმწიფო ორგანოებს, შეასრულონ საქართველოს მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულება – უზრუნველყონ შეზღუდული შესაძლებლობის, მათ შორის აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ადამიანების ფუნდამენტური უფლებების რეალიზება.

მსოფლიო სტატისტიკის მიხედვით ყოველ 88 ბავშვიდან ერთს აუტიზმის დიაგნოზი აქვს. მას ყველაზე მეტი კითხვის ნიშნები აქვს დღემდე, რადგან მისი გამომწვევი მიზეზები უცნობია. ამიტომაც, აუტიზმის სიმბოლო სწორედ პაზლია (გაურკვევლობა).

აუტიზმისათვის დამახასიათებელია კომუნიკაციის თავისებურებები – ამ დროს კომუნიკაციას ძირითადად უფროსებთან ა
მყარებენ და ძირითადად სასურველის მიღების მიზნით. ბავშვებს რაც უხარიათ, ან სწყინთ ძირითადად მათივე ემოციებად რჩება და ამ ემოციების მშობლებთან გაზიარების სურვილი ნაკლებად აქვთ. ასევე, თამაშის თავისებურებები ახასიათებთ: სათამაშოებთან განსაკუთრებული მოპყრობა, არასათამაშო ნივთებით უჩვეული დაინტერესება. ერთ-ერთი დამახასიათებელია ასევე მიდრეკილება წესრიგისაკენ, რაც შეიძლება გამოიხატოს ნივთებთან დამოკიდებულებაში და დღის რეჟიმის მკაცრად დაცვაში.

2 აპრილს საქართველოში განათდება ქართლის დედა, აუტიზმის მქონე ბავშვების მშობლების ინიციატივითა და თბილისის მერიის ხელშეწყობით.  ახალციხეში ლურჯად განათდება ახალციხის ციხე და იმერეთში კი – თეატრის შენობა (მესხიშვილის სახელობის თეატრი) ვორლდ ვიჟენის ორგანიზებითა და ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერით.

 

Information

This entry was posted on 02/04/2014 by in ანონსი.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე