ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობაში მოხელეთა შესარჩევი კონკურსის მეორე ეტაპი დაიწყო. კონკურსანტები გასაუბრებას 9 კაციანი კომისიის წინაშე გადიან. საკონკურსო–საატესტაციო კომისიას საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე მელიქიძე ხელმძღვანელობს.
ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსის ნანა მიქაძის განმარტებით, კონკურსის პირველი ეტაპი, რომელიც განაცხადების შერჩევას გულისხმობს, 7–მა პიროვნებამ ვერ გადალახა. შესაბამისად, გასაუბრების ეტაპს გამგეობაში სულ 174 კონკურსანტი გაივლის. კონკურსის მეორე ეტაპი 4 დღის განმავლობაში გაგრძელდება.
კონკურსანტებს კომისიის გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობაც აქვთ. იმ შემთხვევაში თუ გასაუბრების ეტაპი ვერ გადალახეს, მათ შეუძლიათ საპრეტენზიო კომისიას განცხადებით მიმართონ. 5 კაციანი კომისიის თავმჯდომარე გამგებლის მოადგილე ალექსანდრე პაპაშვილია.
მოხელეთა შესარჩევი კონკურსი ასპინძის მუნიციპალიტეტში 4 და 5 მარტს 42 პოზიციაზე გამოცხადდა. ვაკანტურ თანამდებობაზე 181 განაცხადი შევიდა.
You must be logged in to post a comment.