”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ენდელაძეების ოჯახი გარდაცვლილი შვილის ექსპერტიზის პასუხების ნახვას მოითხოვს

naziii.avi_000013720    ვარხანში მცხოვრები ენდელაძეების ოჯახისათვის შვილის გარდაცვალების მიზეზი ამ დრომდე გაურკვეველია. გვამის, ტანსაცმლისა და მანქანის საღებავის ექსპერტიზის პასუხები მათი მოთხოვნის მიუხედავად პროკურატურამ ოჯახს არ გააცნო. ენდელაძეების თქმით, ექსპერტიზის პასუხებს ისინი უკვე 54 დღეა ელოდებიან, თუმცა პროკურორმა, კახა ლეკიშვილმა, რომელიც საქმეს იძიებს მათ განუმარტა, რომ დოკუმენტს ვერ ანახებდა, რადგან იგი საბოლოო დასკვნის გასაკეთებლად თბილისში გადააგზავნა.

იმის გასარკვევად ჰქონდათ თუ არა უფლება ექსპერტიზის პასუხს გაცნობოდნენ, ოჯახმა ადვოკატს მიაკითხა. ეკატერინე აბაშიძის თქმით, პირველ ეტაპზე მათ პროკურატურას განცხადებით მიმართეს და  ექსპერტიზის პასუხები მოითხოვეს.

შემთხვევა, რომლის შესახებაც ორი სხვადასხვა ვერსია არსებობს, 16 დეკემბერს, გვიან ღამით მოხდა. სოფელ ხევაშენში მცხოვრები 24 წლის ახალგაზრდა სახლიდან მეგობრებთან ერთად მეზობელ სოფელში გავიდა. დაახლოებით 22 საათზე მას დედამ დაურეკა, იმ დროს ბესო ენდელაძემ დედას უთხრა, რომ ვარხანში იყო და სახლში 5 წუთში იქნებოდა. თითქმის დროის იმავე პერიოდში გარდაცვილი სოფელ ბენარის ბენზინ გასამართ სადგურზე ნახეს, თუმცა ვინ წაიყვანა იგი ბენარიდან სოფელ ვარხნამდე ამ დრომდე უცნობია. დაახლოებით 22 საათსა და 30 წუთზე ბესო ენდელაძე სოფელ ვარხანში, ცენტრალურ გზაზე, სხეულის მძიმე დაზიანებით, უგონო მდგომარეობაში ნახეს. 47 დღის განმავლობაში ბესო ენდელაძე თბილისში, ღუდუშაურის კლინიკაში კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ორთვიანი მკურნალობის შემდეგ 2 თებერვალს, მენინგიტით გარდაიცვალა.

შსს–ს პრეს სამსახურის ინფორმაციით, ბესო ენდელაძის გარდაცვალებაზე საქმე 276–ე მუხლით მიმდინარეობს. რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლოატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

Information

This entry was posted on 31/03/2014 by in სამართალი.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე