დისკრიმინიაცია, ადამიანის უფლებების დარღვევა, ტოლერანტობის კულტურისათან დაკავშირებული პრობლემები და გამოწვევები-ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე, ახალციხეში დისკუსია გაიმართა. შეხვედრა “დემოკრატ მესხთა კავშირში” შედგა სადაც ადგილობრივი მედიის წარმომადგენლები და მომავალი ჟურნალისტები იმყოფებოდნენ. დისკუსია თეოლოგმა ბექა მინდიაშვილმა და „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ გამგეობის წევრმა გიორგი მშვენიერიძემ წარმართეს.