”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ახალქალაქში პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით ერთი ქალი დააკავეს

Desktop 3-30-2014 10-59-19 PM.avi_000035733       შინაგან საქმეთა სამინისტრომ პროსტიტუციისათვის ადგილის გადაცემის ბრალდებით ერთი პირი დააკავა. სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებების შედეგად, 1980 წელს დაბადებული გიულნარა მ. პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ გიულნარა მ. ახალქალაქში, დროებით მფლობელობაში არსებულ სასტუმრო “არარატში” პროსტიტუციისთვის ოთახებს სისტემატურად აქირავებდა.

სასტუმროში მომუშავე სომხეთის მოქალაქე სამი ქალბატონი მოწმის სახით დაიკითხა.

გამოძიება პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 254-ე მუხლით).

აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია შსს–ს ვებ–გვერდზე გავრცელდა.

 

Information

This entry was posted on 31/03/2014 by in სამართალი.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე