”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

7 თვითმმართველ ქალაქში თითო მუნიციპალიტეტი ჩამოყალიბდება

1975005_600854949996648_341737269_nთვითმმართველობის რეფორმის მეორე ეტაპი, რომელიც გარდამავალ დებულებებში მოცემულ ვალდებულებათა შესრულებას გულისხმობს მოსახლეობის აზრის გათვალისწინებით და არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციების საფუძველზე,  სავარაუდოდ, აღარ განხორციელდება.

საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ თვითმმართველობის რეფორმის ფარგლებში 7 თვითმმართველი ქალაქის (გორი, თელავი, ზუგდიდი, ოზურგეთი, ახალციხე, ამბროლაური, მცხეთა) გამოყოფის შემდეგ დარჩენილ ტერიტორიაზე თითო მუნიციპალიტეტი ჩამოაყალიბოს, რასაც არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი და მოსახლეობა კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა. მთავრობის ეს პოზიცია პარლამენტში გადაიგზავნება და საბოლოო გადაწყვეტილება კანონმდებლებმა უნდა მიიღონ, თუმცა არასამათავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, მასში რაიმე ცვლილების შეტანას ნაკლებად სავარაუდოდ მიიჩნევენ.    აღნიშნულ ინფორმაციას, საინფორმაციო სააგენტო ,,გურიანიუსი” ავრცელებს.

Information

This entry was posted on 29/03/2014 by in ახალი ამბები.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე