ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ თისელში ნანგრევებად ქცეული გუმბათოვანი ტაძრის აღდგენა იწყება. ეკლესიას გაწმენდითი სამუშაოები ჯერ კიდევ გასულ წელს ჩაუტარდა. მისი რეაბილიტაციისთვის პროექტი მუნიციპალიტეტის კულტურის სამსახურის სპეციალისტებმა, მემკვიდრეობის სააგენტოსა და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინიოსტროს წარმომადგენლებთან ერთად შეიმუშავეს.