საქართველოს ბერძნულ–რომაულ და თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატისათვის ემზადება. დღეს სპორტსმენებს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა ფორმები გადასცა და ჩემპიონატზე წარმატებული ასპარეზობა უსურვა. ეკიპირების გადაცემის ცერემონია ბორჯომში სასტუმრო ოლიმპში გაიმართა. სპორტული სამოსი რვა მოჭიდავემ მიიღო.