”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ახალციხის ადმინისტრაციულ შენობაში საკრებულოს სხდომა მიმდინარეობს

314G6242_01.AVI_000001160       ახალციხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში საკრებულოს სხდომა მიმდინარეობს. სხდომაზე პირველ რიგში გამგებლის თემა განიხილეს, სადაც ითქვა, რომ მალხაზ ჟუჟუნაძე გამგებლის მოვალეობას სააპელაციო სასამართლოდან პასუხის მიღებამდე შეასრულებს. შემდეგ კი მოვლენები პასუხის შესაბამისად განვითარდება.  სააპელაციოში ბესიკ ბლიაძის საქმე მისმა ადვიკატმა 27 მარტს გაასაჩივრა, რომლის განხილვაც სამი დღის ვადაში მოხდება.

ამ დროისათვის სხდომაზე ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ოპტიმიზაციის თემას განიხილავენ.

შეგახსენებთ, რომ თვითმმართველობის ახალი კანონის მიხედვით, ახალციხე თვითმმართველი ქალაქი ხდება, ხოლო ტერიტორია 4 მუნიციპალიტეტად დაიყოფა.

სხდომის შესახებ დეტალებს “მეცხრე არხი” მოგვიანებით მოგაწვდით.

Information

This entry was posted on 28/03/2014 by in ახალი ამბები.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე