ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელს პროკურატურა დოკუმენტაციის გაყალბებას ედავება. ბესიკ ბლიაძეს სასამართლოს გადაწყვეტილებით თანამდებობრივი უფლებამოსილება ოფიციალურად 26 მარტიდან შეუჩერდა. ამის მიზეზი ის ბრალდება გახდა, რომელიც პროკურატურამ სისხლის სამართლის კოდექსის 341–ე მუხლით წარუდგინა.