ახალციხის მუნიციპალიტეტს ახალი გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ჰყავს. აღნიშნულ პოსტზე პირველი მოადგილე, მალხაზ ჟუჟუნაძე ოფიციალურად დღეს დაინიშნა. ადგილობრივ საკანონმდებლო ორგანოს სასამართლოდან განჩინება დღეს წარედგინა. რის საფუძველზეც ყოფილი გამგებელი ბესიკ ბლიაძე თანამდებობიდან გათავისუფლდა. დღესვე მისმა ადვოკატმა რაიონული სასამართლოს განაჩენი სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.