”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ახალციხეს თურქეთის ელჩი ესტუმრა

elchi foto     საქართველოში თურქეთის ელჩი ზექი ლევენთ გუმრუქჩუ ახალციხეს ესტუმრა. ელჩმა, რომელიც თანამდებობაზე 2 თვის წინ დაინიშნა ქალაქში გაცნობითი ხასიათის შეხვედრები გამართა. თავდაპირველად იგი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა და მათთან ერთად ახალციხის ციხის კომპლექსი დაათვალიერა. შემდეგ თურქეთის ელჩი სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს ესტუმრა და ხელმძღვანელებსა და სტუდენტებს გაესაუბრა. ზექი ლევენთ გუმრუქჩუმ თურქული ენის კაბინეტი მოინახულა და უნივერსიტეტის რექტორს სამომავლო პარტნიორულ ურთიერთობებზე  ესაუბრა.

პირველად ჩამოვედი ახალციხეში. მინდოდა, რომ ახალციხის ციხე მენახა, მაინტერესებდა როგორ იყო გაკეთებული და არ მინდოდა, ისე წავსულიყავი აქედან  რომ ახალციხის უნივერსიტეტი არ მენახა.  ძალიან მომეწონა სტუდენტები. თურქული ენის კაბინეტიც მოვინახულე, სადაც ახალგაზრდები ძალიან კარგად ეუფლებიან ენას” – განაცხადა თურქეთიე ელჩმა.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრა ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტთან მეუფე თეოდორესთან და სამცხე–ჯავახეთის მუსლიმთა მუფთთან მამუკა ვაშაყმაძესთან.

Information

This entry was posted on 26/03/2014 by in საზოგადოება.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე