ადგილობრივ ფერმერთა ნაწილი შესაძლოა სათესლე მასალის გარეშე დარჩეს. იმისთვის, რომ გლეხებმა სასოფლო სამეურნეო ბარათებით აგრო მაღაზიებში სხვადასხვა კულტურის თესლი შეიძინონ, მათ რეგისტრაცია უნდა გაიარონ. მცირემიწიან ფერმერთა 2014 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტში ჩართული მაღაზიების მეპატრონეები ირწმუნებიან, რომ ამისთვის მოსახლეობამ თადარიგი წინასწარ უნდა დაიჭიროს.