”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

“მტკვარი ჰესი” “თანაინვესტირების ფონდის” დაფინანსებით აშენდება

mtkvari hesi     ახალციხის მუნიციპალიტეტში მდინარე მტკვარზე  „მტკვარი ჰესის“ მშენებლობა “თანაინვესტირების ფონდის” დაფინანსებით გაგრძელდება. ამ დროისთვის პროექტი შეჩერებულია.   როგორც ფონდში აცხადებენ, პროექტის განხორციელებით ენერგეტიკის სფეროში 100 მლნ. ამერიკული დოლარის ინვესტიცია ჩაიდება. ჰესისდადგმული სიმძლავრე 53,3 მგვტ-ი იქნება. ელექტრო ენერგიის წლიური გამომუშავება კი – 255,2 გეგავატი. სთ.

მტკვარი ჰესის გარდა “თანაინვესტირების ფონდის” დაფინანსებით, საქართველოში ლენტეხისა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში, მდინარე ცხენიწყალზე ჰესების კასკადი აშენდება. ჰესების ჯამური დადგმული სიმძლავრე 347 მგვტ-ი იქნება, წლიური გამომუშავება 1,755 გეგავატ სთ-ს გაუტოლდება. ფონდის ინფორმაციით, პროექტის განხორციელებით ენერგეტიკის სფეროში 679 მლნ. ამერიკული დოლარის ინვესტიცია ჩაიდება.

ამ ეტაპზე დასრულებულია პროექტის სრული ტექნიკურეკონომნიკური შესწავლის პროცესი და მიმდინარეობს შესაბამისი ხელშეკრულებების გაფორება.
– განმარტავენ “თანაინვესტირების ფონდში”.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე