ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ რუსთავის მთებში წყლის სისტემის მშენებლობა მიმდინარეობს, რომლის ექსპლოტაციაში შესვლის შემდეგ, საძოვარზე გასული შინაური პირუტყვი წყლით მომარაგდება. პროექტს საერთაშორისო ორგანიზაცია „მერსი ქორფსი“ და ფრანგული ასოციაცია „ფერდი“ ერთობლივად ახორციელებენ. პროექტის ხელმძღვანელები ამბობენ, რომ სისტემა სოფლამდე გაკეთდება და წყალს მოსახლეობა სასმელადაც გამოიყენებს.