რა გზით შეუძლია სტუდენტს ,,საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის” დეპუტატი გახდეს– ამასთან დაკავშირებით სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გაიმართა. ახალგაზრდული პარლამენტის ფუნქციების, მისი როლისა და დანიშნულების შესახებ ერთ-ერთმა დეპუტატმა ისაუბრა. არჩილ ჭავჭანიძის თქმით, 2014 წლის ახალგაზრდა პარლამენტარების შერჩევა ორ ეტაპად, აპლიკაციისა და გასაუბრების საფუძველზე მოხდება, კონკურსში მონაწილეობა 18-დან 25 წლამდე ახალგაზრდებს შეუძლიათ.