24 მარტი ტუბერკულოზთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ამასთან დაკავშირებით ახლციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც მედიკოსები და ახალგაზრდები დაესწრნენ. შეხვედრის მიზანს ტუბერკულოზის გლობალური ეპიდემიის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მათი სათანადოდ ინფორმირება წარმოადგენდა.