ახალციხის მეხუთე საჯარო სკოლის დირექტორს ახალი მოადგილე ჰყავს. ინგა ვარდიძემ ზოია ბალიაშვილი აღნიშნულ თანამდებობაზე, პედკოლექტივს დღეს წარუდგინა. უკვე ყოფილი მოადგილე ნანა დათაშვილი კი 19 მარტის ბრძანებულებით გაათავისუფლა, რომელსაც საფუძვლად დაკისრებული მოვალეობის შეუსრულებლობა დაუდო.