ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაციის პროცესი დღეს, 18:00 საათზე დასრულდება. გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, 19 მარტის მონაცემებით, ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია 31 ათასზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა. პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდისათვის 12 500 მასწავლებელი დარეგისტრირდა; სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 2500-მა სტუდენტმა გამოთქვა. საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის ელექტრონული განაცხადი 7000-ზე მეტმა აპლიკანტმა შეავსო.
ამასთან, ცენტრი რეგისტრაციის მსურველებს აფრთხილებს, რომ სარეგისტრაციო ვადის ამოწურვის შემდეგ მსურველები რეგისტრაციას ვეღარ გაივლიან.
You must be logged in to post a comment.