”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

სამხარეო ადმინისტრაციაში რეგიონის განვითარების სტრატეგიას განიხილავენ

admin-ajax   სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის სხდომათა დარბაზში შეხვედრა მიმდინარეობს. ადმინისტრაციის წარმომადგენლები საერთაშორისო, არასამთავრობო და საგანმანათლებლო ორგანიზაციებთან ერთად რეგიონის განვითარების გეგმას  განიხილავენ, რომელიც 2014–2021 წლებს მოიცავს.  ასევე საუბარი ეხება ადმინისტრაციის მიერ ამ დრომდე განხორციელებულ საქმიანობას.

შეხვედრაზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ, რეგიონული განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენელმა ისაუბრა, ხოლო სოფლის მეურნეობის სამინისტროს  საქმიანობა და გეგმები საზოგადოებას სურსათის დეპარტამენტის წარმომადგენელმა გააცნო.

რეგიონული განვითარების სტრატეგიის შემუშავებაში სამხარეო ადმინისტრაციას ორგანიზაცია GIZ დაეხმარა. გეგმაში სამომავლო საქმიანობის სუსტი და ძლიერი მხარეებია წარმოდგენილი.  პრიორიტეტულ საკითხებად ეკონომიკა, სოფლის მეურნეობა, გარემოს დაცვა და სოციალური სფეროა  მიჩნეული. სტრატეგიაზე მუშაობა გასულ წელს დაიწყო, დოკუმენტის განხილვასა და საბოლოო სახით ჩამოყალიბებაში მონაწილეობა სამცხე–ჯავახეთის ყველა მუნიციპალიტეტის პირველმა  პირებმა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა მიიღეს. 

დეტალებს “ექოს” მთავარ გამოშვებაში 21:30 საათზე შემოგთავაზებთ.

Information

This entry was posted on 20/03/2014 by in საზოგადოება.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე