ადიგენის საპრეტენზიო კომისიაში განაცხადების მიღება დასრულდა. კომისიის თავმჯდომარის მამუკა ფაილოძის ინფორმაციით, მათთან მხოლოდ ერთი განაცხადი შევიდა. ზურაბ ტაბიძე ახსნა–განმარტებას ითხოვს, თუ რატომ დაიწუნეს მისი კანდიდატურა. აღნიშნულ პიროვნებას განაცხადი გორგულის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის თანამდებობაზე ჰქონდა შეტანილი. მან კონკურსის პირველი ეტაპი გაიარა, შემდეგ კი გასაუბრებაზეც გავიდა. საბოლოოდ კი რწმუნებულის პოსტზე ვაჟა მერაბიშვილი დაინიშნა.
მამუკა ფაილოძის განმარტებით, საპრეტენზიო კომისიის წევრები ზურაბ ტაბიძის განაცხადს განიხილავენ, იმსჯელებენ და აღნიშნულის შესახებ პასუხს იგი სამი დღის შემდეგ მიიღებს.
შეგახსენებთ, რომ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობაში შვიდ ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსი 20 იანვარს გამოცხადდა. 89 კანდიდატიდან კომისიამ საბოლოოდ 7 მათგანი შეარჩია. კონკურსი ორ ეტაპად გაიმართა. პირველ ეტაპზე კომისიამ შესული განაცხადები განიხილა, ხოლო შემდეგი ეტაპი გასაუბრების სახით ჩატარდა. კონკურსის შედეგები ცნობილი 18 მარტს გახდა.
You must be logged in to post a comment.