კერძო საკუთრების უკანონო ხელყოფა თუ სახელმწიფო საჭიროებისათვის ჩამორთმეული მიწის ფართობი – სოფელ აგარაში მცხოვრები ორი ოჯახი შპს ,,საქართველოს ურბან ენერჯის” უჩივის. მაცხოვრებლები ამბობენ, რომ მათ მფლობელობაში არსებულ სამოსახლო ფართზე, კომპანიას მაღალი ძაბვის სადენები მესაკუთრეების ნებართვის გარეშე გაჰყავს.