ახალციხის რაიონის სოფელ ივლიტის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის მოძღვარმა მამა იოანემ სამცხე-ჯავახეთის პრობაციის ბიუროში აღრიცხვაზე მყოფი ახალგაზრდა პირობით მსჯავრდებულებისათვის საღვთისმეტყველო შეხვედრა გამართა.
მოძღვარი პრობაციის ოფისში დარბაზში შეკრებილ აუდიტორიას სულიერი ცხოვრების მნიშვნელობაზე, ახალგაზრდა თაობის წინაშე არსებულ გამოწვევებზე, ნარკომანიის და ალკოჰოლიზმის მძიმე შედეგებსა და მათი დაძლევის გზებზე ესაუბრა. სასულიერო პირმა ახალგაზრდების შეკითხვებს ამომწურავად უპასუხა და რჩევა-დარიგებები მისცა.
ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ პრობაციის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
You must be logged in to post a comment.