ახალციხეში პლასტიკური აგრობარათების დარიგება დაიწყო. 50 ლარის ოდენობით აგრობარათს, სულ 9 635 ბენეფიციარი მიიღებს. რომლის განაღდების საშუალებაც ლიფერთი ბანკის ფილიალებსა და ექსპრესებში შეეძლებათ. ფერმერები სასურველ სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების პროდუქტს აგრო მაღაზიებში მიიღებენ.