16 მარტს, ადიგენის პოლიციამ 4 პიროვნება დააკავა. მათ ბრალი საქონლის ქურდობაში ედებათ. წინასწარი ინფორმაციით, დაკავებულები ადიგენის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლებიდან პირუტყვს სისტემატიურად იპარავდნენ.
4 პიროვნებიდან ერთი სოფელ უდის მკვიდრია, დანარჩენები კი თბილისიდან და კახეთის რეგიონიდან არიან.
აღნიშნულს ,,მე–9 არხთან” შინაგან საქმეთა სამინისტროც ადასტურებს. საინფორმაციო სამსახური დეტალებს მოგვიანებით მოგაწვდით.
You must be logged in to post a comment.