ახალცხის მეხუთე საჯარო სკოლის გარშემო ხმაური გრძელდება. 14 მარტს დაწესებულებაში პედაგოგებმა სამეურვეო საბჭოს გაფართოებული სხდომა მოიწვიეს და სამოქმედო გეგმა დასახეს. მათი თქმით, იმ შემთხვევაში თუ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მათ მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს, პედკოლექტივი სასწავლო პროცესს ჩაშლის.