ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ დგვარში ხანძარს 60 წლის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.ბონდო გოგოლაძის ცხედარს ექსპერტიზა ახალციხეში ჩაუტარდება.
უბედური შემთხვევა დაახლოებით დღის სამი საათისათვის მოხდა. საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა, ადგილზე მისულ სახანძრო სამსახურის ბრიგადას იგი თითქმის დამწვარი დახვდა. 60 წლის მარტოხელა ბონდო გოგოლაძის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის საგანგებო სიტუაციებისა და სახანძრო დაცვის სამსახურის თანამშრომლები აცხადებენ, რომ ცეცხლის ლიკვიდაცია რამდენიმე საათის შემდეგ მოხდა.
ხანძრის გაჩენის მიზეზები ამ დროისათვის უცნობია.
შემთხვევას ბორჯომის რაიონული სამმართველო სისხლის სამართლის კოდექსის 187–ე მუხლის მესამე ნაწილით იძიებს,აღნიშნული სხვისი ქონების დაზიანებას ან განადგურებას ნიშნავს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
You must be logged in to post a comment.