”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ასპინძაში ვაკანტურ თანამდებობებზე განაცხადების მიღების ვადა დღეს იწურება

aspinZaასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ვაკანტურ თანამდებობებზე განაცახდების მიღება დღეს სრულდება. ამ დროისათვის რამდენი განაცადია შესული ვაკანტურ პოსტებზე უცნობია.
ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსის ნანა მიქაძის განმარტებით, შესული განაცხადების რაოდენობა რამდენიმე დღეში გახდება საჯარო.
ასპინძაში კონკურსი 42 პოზიციაზეა გამოცხადებული, მათ შორის ვაკანტურია ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული გაერთიანებების რწმუნებულების, გამგეობის 4 სამსახურის უფროსისა და სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამახურის თანაშრომელთა პოსტები. ასპინძის საკრებულოს გადაწყვეტილებით, საკონკურსო კომისია თებერვლის ბოლოს შეიქმნა.
მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსის ნანა მიქაძის ინფორმაციით, კომისიას, რომლის შემადგენლობშიც 9 პიროვნება შედის, საკრებულოს თავმჯდომარე ალიკა მელიქიძე უხელმძღვანელებს. მისი მოადგილე კი მუნიციპალიტეტის გამგებელი ლევან ცაბაძეა.
კონკურსი გამგეობაში 4 მარტს გამოცხადდა. საკრებულოში განმარტავენ, რომ სხვა თანამდებობებზე კონკურსი ეტაპობრივად გამოცხადდება.

Information

This entry was posted on 14/03/2014 by in ახალი ამბები.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე