ხმაური ახალციხის მეხუთე საჯარო სკოლაში. დირექტორის მოვალეობის ახალი შემსრულებლის დანიშვნას სასწავლო დაწესებულებაში პედაგოგებისა და მოსწავლეების მხრიდან პროტესტი მოჰყვა. მასწავლებლები განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან და მოითხოვენ, რომ თანამდებობაზე ნანა დათაშვილი დარჩეს.