”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

მოქალაქემ ახალქალაქში ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ჩააბარა

Desktop 3-12-2014 10-49-15 AM.avi_000002983   შსს-ს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარ სამმართველოში ახალქალაქის რაიონის სოფელ ბეჟანოში მცხოვრებმა, 1984 წელს დაბადებულმა სამველ მ-მ ნებაყოფლობით წარადგინა და ჩააბარა: „ერ-გე-დე 5“-ის ტიპის 4 ცალი ხელყუმბარა, 12 დეტონატორი, „ა-კა-ეს“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის 2 მჭიდი, 1 ცალი კალმის ტიპის თვითნაკეთი პისტოლეტი და სხვადასხვა კალიბრის 200 ცალი საბრძოლო ვაზნა.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

Information

This entry was posted on 12/03/2014 by in სამართალი.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე