”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობაში გასაუბრება დაიწყო

11111111111111111111111111111111111111111111111111111111     ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობაში, საკონკურსო კომისიამ გასაუბრების ეტაპი დაიწყო. სპეციალურად შექმნილი საატესტატო კომისიის წინაშე, ორ ვაკანსიაზე 33 პრეტენდენტი წარსდგება. გასაუბრება ორ პოზიციაზე მიმდინარეობს.
თავდაპირველად მატერიალურ ტექნიკურ უზრუნველყოფის საკითხებში საკრებულოს მთავარი სპეციალისტი შეირჩევა, სადაც გასაუბრებას 21 ადამიანი გაივლის. შემდეგ კი, 12 ადამიანიდან იურიდიულ საკითხებში საკრებულოს აპარატის მთავარი სპეციალისტი შეიჩევა.
პრეტენდენტებს სპეციალურად შექმილი საკონკუროს კომისიის 7 წევრიდან მხოლოდ 6 შეაფასებს. გამგეობაში აცხადებენ, რომ კომისიის ერთ–ერთი წევრი გარკვეული მიზეზების გამო გასაუბრებას ვერ დაესწრება.
ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობაში განმარტავენ, რომ პრეტენდენტები სხვადასხვა ვაკანტურ ადგილებზე გამოცხადებულ კონკურსს, ეტაპობრივად გაივლიან.

Information

This entry was posted on 11/03/2014 by in ახალი ამბები.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე