”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

შსს-მ ქრთამის აღების ფაქტზე სამცხე-ჯავახეთში ორი პირი დააკავა

შსს-ს ახალციხის რაიონული სამმართველოს და ანტიკორუფციული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ერთობლივად ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დაბა ადიგენსა და ქალაქ ახალციხეში, ქრთამის აღების ფაქტზე, სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის ადიგენის სატყეო უბნის ტყისმცველი მამუკა ე. და სატყეო სამსახურის ახალციხის სატყეო უბნის ტყისმცველი შალვა გ. დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ მამუკა ე. და შალვა გ. გარკვეული პერიოდის განმავლობაში, თანხის სანაცვლოდ, მოქალაქეებს ტყის უკანონოდ გაჩეხვის უფლებას აძლევდნენ.

გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლით, რაც 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).

აღნიშნულის შესახებ ვიდეო–მასალას შსს–ს ვებ–გვერდი ავრცელებს.

Information

This entry was posted on 10/03/2014 by in სამართალი.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე