ახალციხეში სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. მის ფარგლებში აშშ–ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო, მექანიზაციისა და ფერმერთა მომსახურების ცენტრების, სასაწყობო მეურნეობის, მცირე და საშულაო ზომის გადამამუშავებელი და დამახარისხებელი საწარმოების ფუნქციონირებისათვის შესაბამის გრანტებს გამოყოფს. პროექტი 5 წლიანია და მისი ბიუჯეტი 19. 5 მილიონს შეადგენს.