”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ბორჯომ-ბაკურიანის სატყეო უბნის მცველი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ოთხი დანაშაულებრივი ფაქტი აღკვეთა. საქმე ეხება სატყეო სფეროში დასაქმებულ ადამიანებს, კერძოდ:

ყალბი ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტების დამზადება–გასაღების ფაქტზე, ბრალდებულის სახით, პასუხისგებაში მიცემული იქნენ: ბორჯომ-ბაკურიანის სატყეო უბნის – წაღვერის ტყის მცველი კობა მსრიანი და  იმერეთის სატყეო სამსახურის ბაღდათის სატყეო უბნის მცველი არჩილ გრძელიძე.

ამასთანავე, სსიპ „ეროვნული სატყეო სააგენტო“-ს მცხეთა-მთიანეთის სატყეო უბნის ძეგვის სატყეოს ტყის მცველი ელდარ კვერცხიშვილი ქრთამის აღების ფაქტზე,  დააკავეს.  დაკავებულმა საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ერთი კუბური მეტრი ნეკერჩხლის მოჭრის და ტყიდან დაუბრკოლებლად გატანისას, მის მიერ კანონით განსაზღვრული ღონისძიებების არ გატარების სანაცვლოდ, მოქალაქეებისაგან ქრთამის სახით, 400 ლარი აიღო.

ასევე, საგამოძიებო სამსახურმა ქრთამის აღების ფაქტზე, მარიამჯვრის სახელმწიფო ნაკრძალის რეინჯერი ელბაი ალიევი დააკავა, რომელმაც საგარეჯოს მუნიციპალიტეტში არსებული მარიამჯვრის სახელმწიფო ნაკრძალის ტერიტორიაზე მდებარე 2,5 ჰექტარი მიწის ნაკვეთის მოქალაქისათვის სარგებლობაში გადაცემის და ამ მიწის ნაკვეთის სარგებლობისას სამსახურეობრივი მფარველობის სანაცვლოდ, ქრთამის სახით აიღო ფულადი თანხა 3 000 ლარის ოდენობით.

გამოძიება  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე, 341-ე და 338-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტებზე მიმდინარეობს. 

Information

This entry was posted on 10/03/2014 by in სამართალი.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე