სამცხე–ჯავახეთში საგაზაფხულო ხვნა–თესვა დაიწყო. თუმცა შპს „მექანიზატორის“ ახალციხის სერვისცენტრში ამბობენ, რომ ნიადაგის დასამუშავებლად, ფერმერთა მხრიდან მიმართვიანობა ნაკლებია იმ მიზეზით, რომ მათმა უმეტესობამ, სამეურნეო სავრგულები შემოდგომით დაამუშავა. რამდენი ლარი უჯდება გლეხს სახნავ–სათესი ტექნიკის მომსახურება ახალციხის მუნიციპალიტეტში და რამდენად ხელმისაწვდომია იგი ფერმერებისათვის, თემაზე ლუბა გიორგაძე მუშაობდა.