”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

8 მარტი ახალციხეში

ქალთა საერთაშორისო დღეს ახალციხეში აქცია გაიმართა. მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის სამსახურმა, 8 მარტთან დაკავშირებით ქალბატონები ყვავილებით დაასაჩუქრა. ყოჩივარდების თაიგული ქალაქში ასობით მანდილოსანმა მიიღო. ღონისძიებისათვის ადგილობრივი თვითმმართველობიდან 300 ლარი გამოიყო, აღნიშნული თანხით კი გამგეობის კულტურის სამსახურმა 600 თაიგული შეიძინა. მსგავს აქციებს მუნიციპალიტეტის გამგეობა 4 წელია ტრადიციულად აწყობს. ქალთა საერთაშორისო დღე, 8 მარტი  მთელი მსოფლიოს მასშტაბით აღინიშნება. დღესასწაულის დაწესების იდეა პირველად მე–20  საუკუნის დამდეგს გაჩნდა.

Information

This entry was posted on 08/03/2014 by in კულტურა.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე