”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

დაკარგული თალიკო ყურმაშვილი გარდაცვლილი იპოვეს

dakarguli qali ახალციხის მკვიდრი თალიკო ყურმაშვილი ვალის მეორე შახტაში გარდაცვლილი იპოვეს. ცხედარს ახალციხის საპატრულო პოლიციამ მიაკვლია. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ახალციხის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურშიც შევიდა. შემთხვევის ადგილზე ჯგუფი უკვე გავიდა. როგორ აღმოჩნდა 78 წლის ქალბატონი ვალის მეორე შახტაში ამ დროისათვის უცნობია.
ყურმაშვილების ოჯახი დაკარგულ ქალბატონს 3 მარტიდან ეძებდა. მათი ინფორმაციით, თალიკო ყურმაშვილი სახლიდან დაახლოებით 13:00 საათზე გავიდა. ნათესავებმა აღნიშნულის შესახებ საპატრულო პოლიციაშიც განაცხადეს. მათი განმარტებით, 78 წლის ქალბატონი ადრეც დაიკარგა, თუმცა მისი პოვნა სამართალდამცველების დახმარებით მალევე შეძლეს.
აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც პირის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. გამოძიებას შსს ახალციხის რაიონული სამმართველო აწარმოებს.

Information

This entry was posted on 07/03/2014 by in სამართალი.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე