”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობაში კონკურსი გამოცხადდა

attachment ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობაში რეორგანიზაციის პროცესი ახალ ფაზაში გადავიდა. ამ დროისათვის კონკურსი 29 პოზიციაზეა გამოცხადებული, მათ შორის ვაკანტურია ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული გაერთიანებების რწმუნებულების, გამგეობის 4 სამსახურის უფროსისა და სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამახურის თანაშრომელთა პოსტები. ონლაინ რეგისტრაციის ბოლო ვადა 14 მარტია.
ასპინძის საკრებულოს გადაწყვეტილებით, საკონკურსო კომისია თებერვლის ბოლოს შეიქმნა.
მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსის ნანა მიქაძის ინფორმაციით, კომისიას, რომლის შემადგენლობშიც 9 პიროვნება შედის, საკრებულოს თავმჯდომარე ალიკა მელიქიძე უხელმძღვანელებს. მისი მოადგილე კი მუნიციპალიტეტის გამგებელი ლევან ცაბაძეა.
კონკურსი გამგეობაში 4 მარტს გამოცხადდა. საკრებულოში განმარტავენ, რომ სხვა თანამდებობებზე კონკურსი ეტაპობრივად გამოცხადდება.

Information

This entry was posted on 07/03/2014 by in საზოგადოება.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე