”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

„უფლებებია ჩემი ყვავილები“

„უფლებებია ჩემი ყვავილები“– ამ სახელწოდებით, ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შეხვედრა გაიმართა. ღონისძიება ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში მოეწყო, სადაც მანდილოსანთა დღის ისტორიაზე ფილმის ჩვენება და დისკუსია გაიმართა. შეხვედრას ახალციხის ახალგაზრდული კლუბების წარმომადგენლები, გენდერული საკითხებით დაინტერესებული პირები, სტუდენტები, სათემო ლიდერები და სამოქალაქო საზოგადოების სხვა წევრები დაესწრნენ. შეხვედრას ორგანიზება საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტმა გაუწია. ორგანიზატორთა განმარებით, ღონისძიების მიზანს საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება, გენდერული თანასწორობა და ქალთა უფლებების დაცვა წარმოადგენდა.

Information

This entry was posted on 05/03/2014 by in საზოგადოება.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე