სამართალდამცავები გამგეობის რამდენიმე თანამშრომლის მხრიდან შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტით დაინტერესდნენ, რის გამოც სამცხე–ჯავახეთის საოლქო პროკურატურამ ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში გამოძიება დაიწყო. კონკრეტულად რის საფუძველზე დაიწყო ძიება ახალციხის გამგეობაში, საგამოძიებო ნაწილის ხელმძღვანელელი გიორგი ბახტაძე „მეცხრე არხთან“ კომენტარისაგან თავს იკავებს და აცხადებს, რომ საქმის დეტალები საჯარო გამოძიების დასრულების შემდეგ გახდება.