ადიგენის მუნიციპალიტეტს, ახალი გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ჰყავს. აღნიშნულ პოსტზე არსენ ბალახაშვილი ზაქარია ენდელაძემ ჩაანაცვლა. რაც შეეხება არსენ ბალახაშვილს ის გამგებლის მოადგილედ რჩება. მან გადადგომის შესახებ განცხადება 4 მარტს დაწერა. არსენ ბალახაშვილი ადიგენის გამგებლის მოვალეობას 2013 წლის სექტემბრიდან ასრულებდა. ადიგენში ,,ექოს” გადამღები ჯგუფი იმყოფება, უფრო ვრცლად აღნიშნული საკადრო ცვლილების შესახებ, დღის მთავარ გამოშვებაში 21:30 საათზე გიამბობთ.
You must be logged in to post a comment.