ახალციხის მკვიდრის მარი გიორგაძის დასახმარებლად ახალციხეში საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება. ღონისძიებას ორგანიზებას “თბილისის სითი” უწევს. მასში მონაწილეობას ქართველი მომღერლები მიიღებენ. კონცერტი 20 მარტს მესხეთის სახელმწიფო პროფესიულ დრამატულ თეატრში 16:00 საათზე გაიმართება.
მარი გიორგაძეს ლეიკემიის მწვავე ფორმა აღმოაჩნდა. მას გადაუდებელი ოპერაცია ესაჭიროება, რომელიც 200 000 ევრო ჯდება.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გოგონას მეგობრები ავრცელებენ, სადაც მითითებულია საბანკო რეკვიზიტებიც: ბანკი კონსტანტა GE34CN0000036101444446 GEL, ლიბერთი ბანკი GE65LB0711177415987000GEL/USD/EVR, საქართველოს ბანკი GE59BG0000000340257900, პრივატბანკი GE88TPU249067354997696.
ასევე მითითებული ტელეფონის ნომერი – 0901700076, რომელზე დარეკვაც მაგთისა და ბილაინის აბონენტებს შეუძლიათ. ზარის ღირებულება 1 ლარია.
You must be logged in to post a comment.