”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

3 მარტის მისალოცად მისული გამგეობის თანამშრომლები ,,უნიმედი სამცხეში” არ შეუშვეს

suratiii სიმბოლური საჩუქრებით, პირველადი მოხმარების ნივთებითა და ყვავილებით ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლები, ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოს ,,უნიმედი სამცხეს“ ესტუმრნენ. მათ ჩვილები და მშობიარეები უნდა მოენახულებინათ და საჩუქრები გადაეცათ, თუმცა დედის დღის მისალოცად მისული გამგეობის თანამშრომლები საავადმყოფოში არ შეუშვეს. ,,უნიმედი სამცხეში“ აცხადებენ, რომ ადმინისტრაციასთან სტუმრები შეთანხმებულები არ იყვნენ და დაცვის თანამშრომლებმა, სიტუაციის გარკვევისათვის დრო მოითხოვეს. გამგეობის თანამშრომლები კი საპირისპიროს ირწმუნებიან. კულტურის განყოფილების წამყვანი სპეციალისტის, მაია სხირტლაძის განმარტებით, მათ სამშობიარო განყოფილების გამგესთან ჰქონდათ საუბარი და შეთანხმებულებიც იყვნენ.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე