3 მარტის მისალოცად მისული გამგეობის თანამშრომლები “უნიმედი სამცხეში” არ შეუშვეს. მათ საავადმყოფოს დაცვის თანამშრომლებმა განუცხადეს, რომ შეთანხმების გარეშე შენობაში შესვლა არ შეიძლებოდა. თუმცა ახალციხის მუნიციპალიტეტის კულტურის განყოფილების წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ საავადმყოფოს ადმინისტრაცია ვიზიტთან დაკავშირებით საქმის კურსში იყო. საჩუქრების გადასაცემად მისულმა სტუმრებმა შენობა პროტესტის ნიშნად დატოვეს და კლინიკა „იმედში“ მშობიარე დედები დაასაჩუქრეს.