”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

მესხეთის თეატრმა 2014 წლის სეზონი საქველმოქმედო სპექტაკლით გახსნა

მესხეთის თეატრმა 2014 წლის სეზონი, გასვლითი ტურით გახსნა. ადგილობრივი მსახიობების 12 კაციანი დასი ნინოწმინდის ბავშვთა სახლში გაემგზავრა. მათ აღსაზრდელებს, ხალხური ზღაპრის „ნაცარქექიას “ გმირები გაუცოცხლეს. პიესის ავტორი გიორგი ნახუცრიშვილია, ხოლო დამდგმელი რეჟისორი ლია სულიაშვილი. თეატრის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ სპექტაკლი საქველმოქმედო ხასიათისაა და მსგავსი ტიპის გასვლითი ტურები მომავალშიც გაგრძელდება. მესხეთის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში ამ ეტაპზე სოსო ნემსაძის რეჟისორობით ოთხი სპექტაკლის მზადდება მიმდინარეობს. რომელსაც თეატრალური დასი გორელ მაყურებელს უჩვენებს. გასვლითი ტურნე 1–დან 5 მარტამდე გაგრძელდება. ადგილობრივი მაყურებლისათვის კი თეატრალური სეზონი მას შემდეგ გაიხნება, როდესაც ტემპერატურა მოიმატებს. თეატრის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ სიცივის გამო ამ ეტაპზე, სცენაზე გაჩერება შეუძლებელია.

Information

This entry was posted on 25/02/2014 by in კულტურა.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე