”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ნარკოტიკები ვალეს საბაჟოზე

111111111111111 21 თებერვალს, საბაჟო გამშვები პუნქტის „ვალეს“ ტერიტორიაზე, თურქეთის მხრიდან შემოვიდა ირანის მოქალაქე შ. ა., რომელსაც დათვალიერებისას აღმოაჩნდა ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი პრეპარატი RAYDOL-200 (ტრამადოლი) – 10 აბი.
ასევე ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი პრეპარატი აღმოაჩნდა ირანის მოქალაქე მ.ა.-ს, რომელიც 23 თებერვალს თურქეთის მხრიდან შემოვიდა სგპ „ვალეს“ ტერიტორიაზე. მისი დათვალიერებისას, მებაჟე ოფიცრებმა, პრეპარატი DIPHENOXYLATE – 19 აბი – აღმოაჩინეს.
ორივე საქმე შემდგომი რეაგირებისთვის გადაეცა შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის მთავარ სამმართველოს.

Information

This entry was posted on 24/02/2014 by in ახალი ამბები.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე