”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

,,ლომსიას” დახურვის ოფიციალური მიზეზი ცნობილია

aaaaსასტუმრო “ლომსიას” ადმინისტრაციამ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ სასტუმრო სეზონურ ფაქტებთან დაკავშირებული, კომერციული ხასიათის პრობლემის გამო იხურება.
“სეზონურ ფაქტებთან დაკავშირებული კომერციული ხასიათის პრობლემის გამო სასტუმრო “ლომსიას”–ს მმართველობითი გუნდის გადაწყვეტილებით ამა წლის პირველი მარტიდან სასტუმრო წყვეტს ოპერირებას”–ნათქვამია განცხადებაში.

სასტუმროს წარმომადგენლებმა “მეცხრე არხთან” კომენტარი არ გააკეთეს.
ახალციხეში, სასტუმრო „ლომსია” 2012 წლის 9 აგვისტოს გახსნა, რომელიც 63 ნომრიანია და 150-მდე სტუმარზეა გათვლილი. „ლომსიას” პროექტზე გერმანელი არქიტექტორი მანფრედ რონშტედტი და ქართველი არქიტექტორი თენგიზ კვანტალიანი მუშაობდნენ.
სასტუმროს მშენებლობისათვის ,,ვისოლ ჯგუფმა” რამდენიმე მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა. ერთადგილიანი, ორადგილიანი, ლუქს ოთახებისა და აპარტამენტების გარდა, “ლომსია” რამდენიმე რესტორანსაც მოიცავს. სასტუმროს მშენებლობა 2011 წლის მაისში დაიწყო და 2012 წლის აგვისტოში დასრულდა, სადაც 60-მდე ადგილობრივი დასაქმდა.M2U07769.MPG_000002230

Information

This entry was posted on 24/02/2014 by in ახალი ამბები.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე