დისკუსია ახალციხეში ,,ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისათვის” ორგანიზებით ჩატარდა. ცნობიერების ამაღლება გენდერულ საკითხებზე, თანასწორობა და ქალის პოლიტიკაში მონაწილეობა, ეს ის თემები იყო, რომელზეც შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს. მათი თქმით, ქალთა გააქტიურების პროცესში, როგორც სახელმწიფოსა და არასამთავრობოების, ასევე მედიის როლიც უმნიშვნელოვანესია.